რევაზ კიკნაძე აქციებზე მონაწილეობისთვის დააკავეს და სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
იზოლატორიდან იგი მეგობრებს წერილს უგზავნის.
“რეზოს წერილი ციხიდან , ჩვენ მის მეგობრებს” – წერს სოციალურ ქსელში მისი მეგობარი და წერილს აქვეყნებს.
“გამარჯობა მეგობრებო
საერთოდ არ განვიცდი ახლა აქ რომ ვარ. პირიქით საამაყოც კია, როდესად ქვეყნის სიყვარულის გამო გიჭერენ. არაფერს ვნანობ რაც გავაკეთე. რომ შემეძლოს ახლაც თქვენთან ვიდგებოდი. ერთადერთი რასაც ვნერვიულობ ჩემი მშობლებია. ის რომ ისინი ტირიან, განიცდიან.
მადლობა და მიყვარხართ.
შევხვდებით 4 წელში (ან უფრო ნაკლებში )
იმედია ოდესმე სამართალი იზეიმებს და თუ არ იზეიმებს არაუშავს, მაინც ბევრად უფრო კარგად გრძნობ თავს როცასიმართლის მხარეს დგახარ.
გთხოვთ არ შეწყვიტოთ ბრძოლა !
პ.პ.ს. როცა გამოვალ ეგრევე თქვენთან გამოვიქცევი და იქ დავდგები სადაც ყოველთვის ვიდექი და დავდგები ანუ ხალხის და ჭეშმარიტების მხარეს”
