მსახიობი მალხაზ აბულაძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ქედრს იხრის აქციაზე მდგარი ახალგაზრდების წინაშე. გამძლეობას უსურვებს ყველას ვინც ეს დღეები პარლამენტის წინ დგას და ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის.
“როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, მე, მალხაზ აბულაძე,მთელი ჩემი არსით,ჩემი სიკეთით და ჩემი ცოდვებით,ქედს ვიხრი ამ ჯანსაღი, გულწრფელი,გულანთებული,მართალი და შესაშურად მტკიცე ახალგაზრდების წინაშე, რომლებმაც აღასრულეს უკვე თავისი სიმტკიცით, ჩვენი ერის კაცების მისწრაფებები და სურვილები. მათი უკვდავება განამტკიცეს. მე არ შემიძლია ვინმეს მოუწოდო,ამის არანაერი უფლება არ მაქვს,მაგრამ ყველას ვინც სამშობლოს თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის იბრძვის, გამძლეობას და გამარჯვებას ვუსურვებ.
კომუნისტური იდეოლოგია დაიბადა რუსეთში და მათთვისაა შექმნილი. თავისუფლება მეტი პასუხისმგებლობაა თითოეულ გადადგმულ ნაბიჯზე, რომლის თავზე აღებაც ყველას არ უნდა. ურჩევნიათ ბრძანებები შეასრულონ. ასე უფრო მარტივია. მხოლოდ ჭამა-სმა და……….. თავისუფლება რჩეულების ხვედრია.” – წერს მსახიობი
