ფრანგული ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტმა გიორგი ფხაკაძემ “ფეისბუქის” ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ვინც ბავშვის გაჩენას გეგმავს, ყველამ “ფაიზერის” ვაქცინა უნდა გაიკეთოს, რათა შემდგომი გართულებები არ გამოიწვიოს.
“ძალიან მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც დაგემართებათ, ან ვინც უკვე გადაიტანეთ კოვიდი, სამწუხაროდ ყველას არა, მაგრამ 100 – დან 30 მამაკაცს შესაძლოა სპერმასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ. ამაზე არაერთი ათეული კვლევაა ჩატარებული. რა, თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, 70% -მა შეიძლება კარგად გააკეთოს ბავშვი, მაგრამ 30%-ს სპერმის ხარისხი უვარდება, ეს არის ფაქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ კოვიდი შეგხვდებათ, არის ალბათობა იმისა, რომ თქვენ ბავშვი ვეღარ გააკეთოთ (მამაკაცებზე მაქვს საუბარი) რადგან თქვენი სპერმის ხარისხი არ იქნება ეფექტური. ანუ თუ თქვენ ბავშვის გაჩენას გეგმავთ, ყველაზე ეფექტურია გაიკეთოთ “ფაიზერის” ვაქცინა, ეს არის გამოსავალი.
რაც შეეხება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, აუცილებლად აიცერით თუ იცით, რომ ფეხმძიმედ ხართ, ათი კვირის შემდეგ.
თუ თქვენ აპირებთ ბავშვის გაჩენას და არ ხართ ფეხმძიმედ, ანალოგიურად გაიკეთეთ ვაქცინა, უსაფრთხოა, დაცული იქნებით თქვენ და თქვენი მომავალი ბავშვიც.
ამაზე არაერთხელ მისაუბრია, რომ ფეხმძიმეებს, რომელთაც კოვიდი შეხვდათ, მათ ძალიან მძიმედ გადააქვთ მშობიარობის პროცესი, ძალიან ცუდი შედეგებია, როგორც ბავშვისთვის, ასევე დედისთვის, სამწუხაროდ, გვაქვს სიკვდილიანობის ფაქტებიც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთადერთი გამოსავალია, რომ “ფაიზერის” ვაქცინა გაიკეთოთ, განსაკუთრებით, ფეხმძიმე ქალებზე მაქვს საუბარი.
ასევე ვინც ლაქტაციაზე ხართ – ჩვენ ვიცით, რომ დედის რძე საუკეთესო რამ არის, რაც კი დედამიწაზე არსებობს, რაც დედამ შეიძლება თავის შვილს მისცეს, ეს ბავშვის იმუნიტეტისთვის საუკეთესოა. დედა, რომელიც ბავშვს რძით კვებავს, აუცილებლად უნდა იყოს აცრილი. ბავშვები არიან დაუცველები და ჩვენ დიდებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, მათთვის უსაფრთხო გარემო შევქმნათ, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.