გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში დათო ფორჩხიძეს მიმართავს და სთხოვს, თავისი აზრი დააფიქსიროს მიმდინარე მოვლენების შესახებ.
“დათო ფორჩხიძეს მინდა შევეხმიანო აქედან. ბიჭო დავით! ხუჯაძე რომ უიმედო-უპრინციპო არსებაა და ჯერ კიდევ “ქოცებამდე” იყო “ქოცი” ეგ ორივემ კარგად ვიცით. ამჯერად შენს სინდისს მინდა ჩავებღაუჭო, რომელიც მგონია, შერჩენილი გაქვს.
ვიცი, ბობოლა “ქოცებისგან” პატივნაცემი და დავალებული ხარ;
ვიცი, როგორი მიბმული ხარ “ქოცებზე” და “საქოცეთზე”;
ვიცი, როგორ გიჭირს შენი კომფორტული ბუნაგიდან გამოძრომა, რეალობაზე თვალის გასწორება და პოზიციის გამოხატვა, მაგრამ არც მე დაგიტოვებ სხვა შანსს, ისედაც ბევრჯერ მოახერხე არასწორი დუმილი.
გამოდი და გასაგებად დააფიქსირე შენი პოზიცია! მჯერა, რომ “სახე”-ს შეინარჩუნებ! თორემ ვეღარ დაგინდობ!” – წერს გოგა ხაჩიძე.