პარლამენტის წინ ნაძის ხეს რთავენ – კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ნაძვის ხი კონსტრუქციის აწყობა პარლამენტის წინ 8 დეკემბერს დაიწყო, სამოქალაქო აქტივისტებმა კი სათამაშოების ნაცვლად საპროტესტო გზავნილები და “ოცნების” მიერ დასისხლიანებული ადამიანების ფოტოები გამოაკრეს, თუმცა დასუფთავების სამსახურმა ისინი გამთენიისას ჩამოხსნა.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებსა და ნაძვის ხეს შორის რამდენიმე საათი პოლიცია იდგა. უწყების 50-მდე თანამშრომელმა რკინის კონსტრუქციის ნაძვის ხეს ჯერ წრე შემოარტყა, შემდეგ კი ცოცხალი ჯაჭვი გაუკეთა.
