Sunday, August 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“როგორ უნდა გაამართლონ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ბინ ლადენია… აბსურდის თეატრია”- დავით დოიაშვილი

December 6, 2024
“როგორ უნდა გაამართლონ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ბინ ლადენია… აბსურდის თეატრია”-  დავით დოიაშვილი

რეჟისორი, დავით დოიაშვილი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დაკავებაზე ამბობს, რომ “აბსურდის თეატრია”.

ის “მთავარ არხთან” ამბობს, რომ მსახიობის დაკავება გამაოგნებელი ამბავია.

“ჩემთვისაც ეს არის აბსოლუტურად გამაოგნებელი ამბავი. ცუდ სიზმარშიც არ დამესიზმრება, ალბათ, სკორსეზეც ვერ მისცემდა მაგ როლს ჭიჭინაძეს, რომ ეგ გაემართლებინა და ამათმა როგორ უნდა გაამართლონ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ბინ ლადენია, არ ვიცი, ვერ გეტყვით, რანაირად შეიძლება ეს მოხდეს, მართლა არ ვიცი, მგონია, რომ ცუდი სიზმარია. აბსურდის თეატრია ჯერჯერობით. ვერ აღვიქვამ ამ რეალობას სერიოზულად.

ნუ გვაჯერებთ იმ რეალობას, რომელიც დაუჯერებელია. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არ შეგვიძლია დაგეთანხმოთ იმ რეალობაში, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ, არ შეიძლება ამის გამო მე გამომაცხადოთ ტერორისტად ან ჩემი ყველა მსახიობი.

თუ ანდრო ჭიჭინაძე ტერორისტია, მაშინ ჩათვალეთ, რომ პირველ რიგში მთელი თეატრი ტერორისტები ვართ. სხვანაირად არ ვიცი რა განცხადება უნდა გავაკეთო, მართლა არ ვიცი. ეს როგორ უნდა გამართლდეს, არ ვიცი. ამიტომ მგონია, რომ აბსურდია ეს ყველაფერი”, – თქვა მან.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას ეტყოდა ივანიშვილის ხელისუფლებას:

“სისხლზე და ახალგაზრდებზე ძალადობით არც ერთ, არავის, არც ერთ დროს გაუმარჯვია და არ ღირს ეგეთი გამარჯვება. რა დროს გამარჯვებაა, რა ხელის გადაგრეხაზე გვაქვს საუბარი. მეცოდება ჩემი ქვეყანა, მეცოდება ყველა ჩემი მსახიობი, რომელიც უპროფესიოდ დარჩა, მეცოდება ჩემი თავი… იმის ფიქრიც არ გვაქვს, რომ ჩვენი საქმით რაღაც ვაკეთოთ. გონს მოვიდეს და სანამ დროა, დავსხდეთ და მოვნახოთ გზა, რომ გამოვიდეთ ამ კატასტროფული ჩიხიდან და ჩიხი რომ არის, ეს უნდა დაინახოთ, ესაა მთავარი, უნდა დაინახოთ და უნდა მიხვდეთ, რომ ეს ჩიხია და ამ ჩიხიდან გამოსავალი არის დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. სანამ ჩუმად იქნებით ყველანი, სანამ ხმას არ ამოიღებთ, ასე დარბევებით არაფერი გამოვა, კატასტროფამდე მივალთ და მერე იქნება ის, რაც ყველაზე საშინელებაა, რაც, ალბათ, არავის უნდა ამ ქვეყანაზე. დიალოგი არის ერთადერთი შანსი, რომ ამ ყველაფრიდან გამოვიდეთ”, – განაცხადა დოიაშვილმა.

პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან იუმორისტი ონისე ცხადაძე ედა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. მათ 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა კომენტარს აკეთებს ირაკლი კობახიძე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით?
  • რუსეთში, კამჩატკაში მდებარე ვულკანი კრაშენინიკოვი ბოლო 500 წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვა
  • “ნინო დათაშვილს ემუქრება 20 დღით იძულებითი ფსიქიატრიული დაკვირვების ქვეშ ყოფნა მაშინ, როდესაც ემოციური ლაბილობა არ წარმოადგენს შეურაცხადობის დადგენის საფუძველს” – ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის სპეციალისტები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge