სამართალდამცავებმა კიდევ ერთი აქტივისტი ანრი კვარაცხელია დააკავეს.
როგორც ოჯახი ამბობს, კრიმინალური პოლიცია მათთან გამთენიისას შევარდა და 25 წლის ბიჭი საწოლიდან პირდაპირ იზოლატორში გადაიყვანეს, თან ისე რომ ტანსაცმლის ჩაცმის უფლებაც არ მისცეს.
“ვიღაცა ჩუმად კარს აღებდა, ხმაური როცა გავიგეთ და ვიკითხეთ ვინ იყო, გვითრხა, რომ ჩვენი მეზობელი იყო. ჩვენ ვიცოდით ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და დავეჭვდით, მოვთხოვეთ, სახელი და გვარი რომ ეთქვა. ვერც ლაივის ჩართვა ვერ მოვასწარით, სამწუხაროდ ტელეფონზე. გადავიღეთ მხოლოდ და მხოლოდ ვიდეოები. არაფერი არ წარუდგენიათ, ძალიან ცუდად გველაპარაკნენ. მე და ჩემი მეუღლის დას გვაგინეს. ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ყელში წამიჭირა, ტელეფონის გადაგდება მომთხოვა, განვუცხადეთ, რომ პოლიციაში დავრეკავდით და ეთქვათ თავისი სახელები, ასე გვითხრეს ზუსტად, არავის არ მოსჭამოთ”, – ამბობს დაკავებულის ოჯახის წევრი.
გაცნობებთ, რომ 25 წლის აქტივისტს აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმას ედავებიან.
