პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან პანდემიასთან ბრძოლის მკვეთრად გამოხატულ პოზიციასთან დაკავშირებით, ფრანგული ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
“ზოგადად არ მახასიათებს პოლიტიკოსების ზედმეტი “შექება”, მაგრამ ქალბატონი პრეზიდენტი ნამდვილად გამონაკლისია.
პრეზიდენტმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ გაუარესებული ეპიდვითარების გამო მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს, აუქმებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ ღონისძიებას, კოვიდრეგულაციების დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს ყველას. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ნათელყოფს, რომ ქალბატონი პრეზიდენტისთვის ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელიბა უმთავრესია. ასეთი პოზიცია სამადლობელი და სამაგალითოა.
პანდემიის დაწყებიდან ქალბატონმა სალომემ გადადგა ყველა ის სწორი ნაბიჯი, რაც ყველა მოწინავე ევროპული ქვეყნის მეთაურებმა გააკეთეს. სხვათა შორის, ყველაზე მეტად დავაფასე, როცა ხუმრობით თქვა (მიგვანიშნა), რომ აცრის შემდეგ ალკოჰოლის მიღება არ არის სასურველი. ასეთი მაგალითი უნდა გადაიღონ საქართველოში დანარჩენმა პოლიტიკოსებმაც;
ნამდვილად გულწრფელად მიხარია, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის ევროპული პრინციპების და ფასეულობების მატარებელი
და ბოლოს, ნახევრადხუმრობით, ქალი პრეზიდენტი მაინც სულ სხვაა…,” – წერს გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში.