ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონის” ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დაკავებულია – ხელბორკილდადებული ახალგაზრდა სართიჭალის 8 ნომრიდან რამდენიმე გამოიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული გულუას ქუჩაზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს.
ზვიად ცეცხლაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, მისი ლექტორი კი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეა.
შეგახსენებთ, რომ გომელაურის უწყების თანამშრომლებმა დააკავეს ნიკა გვარამია და “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი გელა ხასაიაც. პოლიცია დღეს ოპოზიციური პარტიის ოფისებში ერთდროულად შევიდა.
დაკავებულები არიან დავით გედენიძე, ვახტანგ გაგნიძე, მიშიკო ჯანიკაშვილი, საბა ბირკაია და ირაკლი არდია. სადა არიან ეს ადამიანები გადაყვანილები, ეს ჯერჯერობით უცნობია.
გარდა ამისა, შსს ჯგუფის “დაიტოვე” ადმინისტრატორის სახლში შევიდა, ძირითადად ამოღებულია ციფრული აპარატურა.