Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დღეს ჩემს შვილს გაუხვრიტეს შუბლი, ხვალ სხვისას გაუხვრეტენ” – ემიგრაციაში მყოფი დედა შვილზე, რომელიც აქციაზე მძიმედ დაშავდა

December 4, 2024
“დღეს ჩემს შვილს გაუხვრიტეს შუბლი, ხვალ სხვისას გაუხვრეტენ” – ემიგრაციაში მყოფი დედა შვილზე, რომელიც აქციაზე მძიმედ დაშავდა

3 დე­კემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას, თბი­ლის­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას 21 წლის ალექ­სი თირ­ქია და­შავ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ბიჭს სა­ვა­რა­უ­დოდ გა­ზის კაფ­სუ­ლი მოხ­ვდა და ის ახლა ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა. და­შა­ვე­ბუ­ლის ბი­ძამ, იო­სებ ჩა­ნა­დირ­მა, მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ალექ­სიმ ბე­ბი­ას და­უ­რე­კა და უთხრა, რომ ალ­ყა­ში იყო. სწო­რედ სა­უბ­რის დროს მის მე­გო­ბარ გო­გო­ნას ფეხ­ში, ხოლო თა­ვად ბიჭს წარ­ბის არე­ში, გა­ზის კაფ­სუ­ლი მოხ­ვდა.

“დე­დამ­თილ­მა და­მი­რე­კა და ალექ­სის ამ­ბა­ვი მი­თხრა. გა­ზის კაფ­სუ­ლა მოხ­ვდა, შუბ­ლი აქვს გა­ტე­ხი­ლი, კიდე კარ­გი მხედ­ვე­ლო­ბა არ და­უ­ზი­ა­ნა. ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა აქვს. ასე რო­გორ იმე­ტე­ბენ ახალ­გაზ­რდო­ბას. აყ­ვა­ვე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში რომ ვცხოვ­რობ, ამი­ტომ ვარ ვართ ემიგ­რა­ცი­ა­ში მე და ჩემი მე­უღ­ლე, უკვე მე­სა­მე წე­ლია. ალექ­სის გუ­შინ ვე­სა­უბ­რე სა­ღა­მოს.

სახ­ლში აპი­რებ­და წას­ვლას, შემ­დეგ მიბ­რუ­ნე­ბუ­ლა აქ­ცი­ა­ზე მე­გო­ბარ­თან ერ­თად და სწო­რედ ამ დროს მოხ­და ეს სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი. ღმერ­თის წყა­ლო­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუ­წო­დებ, თავი არ შეს­წი­რონ ამ უგუ­ნუ­რებს, ვინც თა­ვის ხალ­ხს არ ინ­დობს. დღეს ჩემს შვილს გა­უხვრი­ტეს შუბ­ლი, ხვალ სხვის შვილს გა­უხვრე­ტენ. მო­სიყ­ვა­რუ­ლე ალექ­სიმ, ვის რა უნდა და­უ­შა­ვოს, რო­გორ გა­ი­მე­ტეს ასე”.

"დღეს ჩემს შვილს გაუხვრიტეს შუბლი, ხვალ სხვისას გაუხვრეტენ" - ემიგრაციაში მყოფი დედა შვილზე, რომელიც აქციაზე მძიმედ დაშავდა
ალექ­სი თირ­ქია

 

და­შა­ვე­ბუ­ლის მა­მი­და ეკა თირ­ქია, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

“მე­გობ­რე­ბო, სა­თი­თა­ოდ ვერ გპა­სუ­ხობთ ყვე­ლას. დავ­პოს­ტავ ხოლ­მე, ალექ­სის მდგო­მა­რე­ო­ბას. ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია და იმ­ყო­ფე­ბა პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ხე­ლოვ­ნუ­რად და­ა­ძი­ნეს დი­ლამ­დე, დი­ნა­მი­კა­ში ნა­ხა­ვენ შეძ­ლე­ბენ თუ არა ოპე­რა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბას. აქვს შე­შუ­პე­ბა და ვერ მო­ხერ­ხდა ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად, კარ­გად გახ­დე­ბა, სხვა გზა არ აქვს. ალექ­სი თირ­ქია ტატუ მას­ტე­რია და ზუგ­დი­დი­დან არის.

"დღეს ჩემს შვილს გაუხვრიტეს შუბლი, ხვალ სხვისას გაუხვრეტენ" - ემიგრაციაში მყოფი დედა შვილზე, რომელიც აქციაზე მძიმედ დაშავდა
რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფოტო

 

თუმ­ცა რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, ბოლო პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და.

– მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. პროგ­რე­სი არ არის, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ არც რეგ­რე­სია. სა­ნამ ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა არ ჩა­ცხრე­ბა, ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში ეყო­ლე­ბათ. ალექ­სი ამ ეტაპ­ზე თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და აქ­ცი­ა­ზე იყო გვი­ან ღა­მით. პირ­ვე­ლად იყო აქ­ცი­ა­ზე. ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი მომ­ხდა­რი­დან 1-2 სა­ა­თით ადრე, მაგ­რამ მა­შინ არ უთ­ქვამს რომ აქ­ცი­ა­ზე იყო. ალექ­სი არის ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი უბო­რო­ტო უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი მო­სიყ­ვა­რუ­ლე კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, უამ­რა­ვი ნი­ჭის მა­ტა­რე­ბე­ლი და კი­დევ ბევ­რი რა­მის თქმა შე­იძ­ლე­ბა.

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ხაზარაძემ სააკაშვილის და კეზერაშვილის მაგალითებიდან ვერაფერი ისწავლა…“ – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?
  • “მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება” – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
  • „UFC-ის ბრძოლა თეთრი სახლის ტერიტორიაზე გვექნება” – რას აანონსებს დონალდ ტრამპი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge