“1000 ლარი რის გამო?! ამათ ჰგონიათ, რომ ჩვენ აქტივისტებს აღარ გავყვებით, რომ დავეხმაროთ საჭიროების შემთხვევაში? ამით ვერ შეგვაშინებენ ვერასდროა, გაიკეთონ, ბოდიში და, *რაკში”, – ამბობს მოქალაქე, რომელიც პატურლმა 1000 ლარით დააჯარიმა.
მოქალაქე, რომელიც მანქანით საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, პატრულმა 1000 ლარით დააჯარიმა.
სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია ას.კ.-ის 125-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს:
“ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით”.