ჟურნალისტი ვახო სანაია “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით მიმართვას ავრცელებს:
“თუ აიცრები, არ არის გამორიცხული, ისევ დაინფიცირდე, მაგრამ სიკვდილს გადაურჩები. თუ არ აიცრები, დაინფიცირდები და სიკვდილის რისკი იმატებს.
გარდაცვლილი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია. ისინი რომ აცრილები ყოფილიყვნენ, არ დაიღუპებოდნენ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდით 44 ადამიანი გარდაიცვალა.
ისევე, როგორც ჩვენ, ისინიც დადიოდნენ ეკლესიაში, სწამდათ, ლოცულობდნენ; ჰყავდათ შვილები. ისევე, როგორც ჩვენ; ჰყავდათ მშობლები. ისევე, როგორც ჩვენ; ჰყავდათ, დები, ძმები, ნათესავები, მეზობლები. ისევე, როგორც ჩვენ…
მთავრობა ვერ მუშაობს – ამიტომ თავად უშველე თავს. აიცერი !
არ უსმინო მღვდელს, რომელიც გეუბნება, რომ არ აიცრა. არა ერთი სასულიერო პირი დაიღუპა კოვიდით – ისინიც კი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კოვიდი არ არსებობს ან ვაქცინას ებრძოდნენ; არ უსმინო მღვდელს, რომელიც სისულელეებს ლაპარაკობს.
დაუჯერე ნაკითხ და კაცთმოყვარე სასულიერო პირებს, რომლებიც თავადაც იცრებიან და სხვების სიცოცხლესაც უფრთხილდებიან.
ვინც აცრება, სიკვდილს გადაურჩება. ვინც არ აიცრება – სიკვდილს ეთამაშება.
იფიქრეთ ექიმებზეც – წელში წყდებიან. არაადამიანური დატვირთვა აქვთ.
იფიქრეთ ქვეყანაზე – ვერ გაუძლებს. შიმშილი გარანტირებულია.
ვაქცინა უფასოა.
სხვა რა გითხრათ ?! იმის გამო, რომ ვაქცინას არ იკეთებთ, უბრალოდ სწირავთ საკუთარ და სხვის სიცოცხლეს. ანადგურებთ საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც.” – წერს სანაია სოციალურ ქსელში.