“პროდიუსერი კახა მამულაშვილი (“მამულიჩა”) ბათუმში გამართულ ლელა წურწუმიას კონცერთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ამას ვწერ პირველად და საბოლოოდ!
პირველი პანდემია რომ დაიწყო, სახლში დაჯექითო და ვიჯექით მორჩილად, ყველანაირი დახმარების გარეშე…
ზაფხული ღია სივრცეშებში იმუშავეთო და ერთ თვეში, ისევ ჩაგვკეტეს და ისევ სახელმწიფო დახმარების გარეშე,( შოუბიზნესს ვგულისხმობ) მორჩილად ვასრულებდით ყველა რეგულაციას.
ეხლა ისევ გავხსნეს, აღარ გაიკეთოთ პირბადე და ღია სივრცეში იმუშავეთო, ოღონდ უნდა აიცრათ, თუ არ გინდათ რომ ჩაგკეტოთო და გაუფრთხილდეთ სხვის ჯანმრთელობასო, რაც მთავარია წავედით მთელი ოჯახი, და ავიცერით, ავცერი მთელი ბენდი, იმიტომ, რომ გვემუშავა, და დღეს ხელს იშვერთ ზოგიერთი ლელას კონცერტზე, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე?!
არ მიყვარს სხვისკენ ხელის გაშვერა და მაგალითების მოყვანა, რამდენი ხალხი სად დადის და რამხელა შეკრებებს ატარებენ, რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დიდ სუპერმარკეტებში, სტადიონზე, მიტინგებზე, რეგიონებში, რესტორნებში.
ტურისტები, ყალბი კოვიდ პასპორტებით, უამრავი. ბოდიში ეს მე უნდა დავარეგულირო?
დავიწყო მეც ლანძღვა გინება?
მოდით, ყველამ თქვენ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა, რადგან სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს თქვენ უსაფრთხოებას… არ გინდათ აიცრათ. მარტო კონცერტი ყოფილა პრობლემა… თან კონცერტებზე და ქორწილებში იაროთ, მთავრობის დაფინასებულ კონცერტებს კარგად ესწრებით უფასოდ და მერე კომპებს მიუჯდეთ და გვაგინოთ, ასე არ გამოვა…
ვინმეს თუ ჰგონია, რომ მე არ მეშინია, ძალიან ცდებით, და ამიტომ ავიცერო
აიცერიიიით! და თუ არ იცრებით, მაშინ დაგვანებეთ ჩვენ თავი…
ჩვენი პროფესიაა ეს ბოდიში, ჩვენც გვყავს ოჯახები, და ბევრი პრობლემა, რომელსაც თავზე არავის არ ვახვევთ.
თქვენ ხომ მუშაობთ? დადიხართ სამსახურებში, იღებთ ხელფასებს? შოუბიზნესი არ ვართ სახელმწიფო დოტაციაზე.
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს მამულაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.