ეროვნული ბანკის მიერ 27 ნოემბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7422 ლარი, ხოლო ევროს კურსი 2.8856 ლარია.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7450-2.7470 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.7400 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა 2.9000 ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 2.8900 ლარად არის შესაძლებელი.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7450-2.7470 ლარის ფარგლებში, ხოლო გაყიდვას 2.7400 ლარის ფარგლებში შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 2.8950 ლარად; ხოლო გაყიდვა – 2.8850 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.7450 ლარად, გაყიდვა კი – 2.7370 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვა 2.9050 ლარად, გაყიდვა კი – 2.8800 ლარად არის შესაძლებელი.