გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
“ასეთ შეტყობინებას რომ მიიღებ… ბედნიერი იქნები ადამიანი…
2020 წლის ნოემბერში დავიწყეთ ყველამ ერთად პირბადეების კამპანია და, რა იყო ქვეყანაში მაგ დროს: 1.20 ლარიანი უხარისხო პირბადეები, ანუ 60 ლარი 50 -ცალიანი შეკვრა, ახლა სამედიცინო პირბადე იყიდება 6 ლარად!
მე ვარ უბედნიერესი ადამიანი… რომ წარმოვიდგენ, რამდენმა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა და შეეხო უშუალოდ ამ კამპანიის შედეგად გაიაფებულ და ხარისხიან პირბადეს. რამდენი ათობით, ასობით და ათასობით ლარის შეღავათი მიიღო თითოეულმა საქართველოში მცხოვრებმა ადამიანმა ამ დროის მანძილზე…
რამდენმა ბიზნესმენმა დაზოგა მიმდინარე ხარჯები და უზრუნველყო სამედიცინო პირბადე თავისი თანამშრომლებისათვის და დაზოგეს ისედაც ლიმიტირებული რესურსები…
მადლობა ყველას, ჩვენ ეს შევძელით! გთხოვთ, გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე = ყველგან და ყოველთვის! ჯანმრთელობას გისურვებთ,” – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ე.წ. სქრინს.