“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დაახლოებით ისეთი, პირველი გადაცემა რომ გავიდა ეთერში… ახალ ისტორიას ვიწყებ” – ამბობს მაია ასათიანი გამოქვეყნებულ ვიდეოში.
როგორც ჟურნალისტი გამომწერებს ამცნობს, ის თავის მოვლის პროდუქციის გამოშვებას იწყებს. ასათიანის ბრენდი ბაზარზე M110-ის სახელწოდებით შემოვა და სავარაუდოდ, პროდუქციის გაყიდვა მალევე დაიწყება. ჟურნალისტის თქმით, პირველი გამოშვებული პროდუქტი სახის დამატენიანებელი კრემია.