საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე მმართველი გუნდის მხრიდან ნათქვამ ანულირებაზე პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს.
“მე პირდად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა, თუმცა, ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის ანულირებაზე. თუმცა, დღეს იმის აღმოჩნება, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შეიძლება ქვეყანა დააზარალოს გაუგებარია”,- განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებას პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
“კარგი განცხადება იყო პრეზიდენტის მხრიდან !!! ველოდებოდი… გაემიჯნა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას,” – წერს ბესელია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” რამდენიმე დღის წინ შარლ მიშელის დოკუმენტი დაარღვია და შეთანხმებიდან გავიდა.