გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე რამდენიმე თვის წინანდელ მიმართვას იხსენებს, სადაც ამბობდა:
„ხომ გითხარით, აპრილში მესამე ტალღა იქნება-თქო, არ მითქვამს, გითხარით… ისიც გითხარით, რომ მაისის ბოლო კვირას ეპიდვითარება ჩაცხრება და ზაფხული კარგი გვექნება. გინდათ გული გაგიხეთქოთ? საქართველოში მეოთხე ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში იქნება”,– ამბობდა ფხაკაძე.
აღნიშნულის გაგრძელებად კი გიორგი ფხაკაძე დღეს საქართველოში გართულებულ ეპოდიმიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება და წერს:
“გაფრთხილება იყო მკაფიო და გასაგები (პროფესიონალების)
ყველაფერი გაკეთდეს, რომ ქვეყანაში მე-4 ტალღა სექტემბრის ნაცვლად 15 ივლის დაწყებულიყო!!!
არაპროფესიონალიზმი კლავს!” – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
3 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 4 827 ადამიანი დაინფიცირდა.
გარდაიცვალა კიდევ 34 ინფიცირებული პირი. ამასთან, გამოჯანმრთელდა 1895 პაციენტი. ინფორმაცია stopcov.ge – ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით -43 932, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 258, PCR ტესტით -28 674.
სულ აცრილია – 523 466, დღიურად აცრილია – 16 677.
კორონაპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირდა 428 670, გარდაიცვალა 5 910 ადამიანი, ხოლო ვირუსი დაამარცხა -388 893-მა პირმა.
https://mix.metronome.ge/19681-2/