თსუ-ის პირველ კორპუსში გვიან ღამით სტუდენტებსა და დაცვას შორის დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდები ამტკიცებენ, რომ დაცვა მათ ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე ეხმარებოდათ უცნობი პირი, რომელიც გვიან ღამით უნივერსიტეტის ეზოში საკუთარი მანქანით მივიდა.
“აუდიტორიიდან ცხვირი არ გამოყოთო, მხოლოდ საპირფარეშოში თუ გახვალთო. ამის გასაპროტესტებლად გადავწყვიტეთ, რომ გავსულიყავით და რაღაც ლოკაციებზე დავმდგარიყავით. მოვარდნენ და ფიზიკური შეხება დაიწყეს.
მეორე სიტუაცია ისაა, რომ დაგვიზარალდა 2 გოგონა და 1 ბიჭი. მათ შემთხვევაში ასეთი ისტორიაა, რომ ერთ-ერთს დაემართა ემოციური შოკი, ერთ-ერთი გოგონა წააქციეს და წიხლები ურტყეს. ბიჭი ჰყვება, რომ ასთმა დაეწყო წაიქცა და თავი ჩამოარტყა. ახლა ყველა კარგადაა, კრიტიკულად არცერთი არ იმყოფება” – აცხადებს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე.