თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალის თემაზე საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოთქმულ შეფასებებთან დაკავშირებით ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერია:
“რამდენი ქართველი გოგო მოკლეს ემიგრაციაში, ბოლო დროს, რამდენი შემთხვევა მოხდა იტალიაში, თურქეთში. მაშინაც შეშფოთდით ხოლმე, ქართველ ემიგრანტებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა! საშინელი ფაქტია, რა თქმა უნდა, და დიდი იმედი მაქვს დამნაშავე (თუ არის ასეთი, გამოძიებას ველოდები) მალე დაისჯება და საქმე იქნება გამოძიებული. ოღონდ, ისე ნუ მოიქცევით და ისე ნუ გადაუვლით ქართველებს, თითქოს მარტო ჩვენთან კლავენ, მარტო აქ აუპატიურებენ. ამერიკა და ევროპაო რომ გაიძახით, სტატისტიკას მაინც გადახედეთ! თან ვინ იშენს თავში ხელს ქალის მკვლელობაზე?! ისინი ხომ არ ხართ თქვენ, პატიმარ კაცებს ფანჯრიდან დედების, ცოლების, ქალიშვილების, დების გაუპატიურებას რომ აყურებინებდით?! ან მათი გაუპატიურების მუქარით აფსურდულ დანაშაულებებზე ხელს აწერინებდით?! იმ მთავრობის წევრები ხომ არ ხართ თქვენ შემთხვებით, ცოლებს მარტო რომ ვერ უშვებდით და ზოგიერთები ფოიეში ელოდებოდით მიშა სანამ თქვენს ცოლებს აბახებდა?! ხო ეგ ხალხი ხართ თქვენ, ეგ!!! კარგად გვახსოვხართ!!! მაგ ხალხის ამომრჩევლები და გამპრავებლები ხართ და ასე ნუ გაბრმავებთ სიძულვილი! ყველაფრის პოლიტიზირება არ მოსულა, არც გამოდის! ვერ გამოდის!
მკვლელები რომ მკვლელობაზე ვიშვიშს იწყებენ მაგაზე დიდი ფსკერი და აფსურდი აღარ არსებობს. გავიგეთ, რომ გვამებზე მოსიარულე ხალხი ხართ, მაგრამ იმასაც კარგად ვხედავთ, რომ არ გაქვთ თქვენ ამ გადატრიალების ტრაკი და დასხედით რა სადაც ხართ!
ეკა კვესიტაძის და ბავშვის მკვლელი ვატო წერეთლის დამხობილი ქვეყანა არ გაიშვას!”, – წერს ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში.