ვერძი
ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ ის აკეთოთ, რაც მოგწონთ. ოპტიმიზმით, ენერგიულობით და მიზანსწრაფულობით ყველა რთულ საქმეს ბოლომდე მიგიყვანთ, და, მეტიც, თქვენი დამოკიდებულებით, სხვა ადამიანებსაც გაუადვილებთ პრობლემების მოგვარებას.
კურო
ნუ იზარმაცებთ და ნუ მოადუნებთ ყურადღებას. კარგი იქნება, თუ ადრე დაწყებულ საქმეებსა და პროექტებს ახლებურად მიუდგებით და მათში სიახლეებს შეიტანთ.
ტყუპები
შესაძლოა, მოგიწიოთ მგზავრობა თქვენს მეწყვილესთან, ან კომპანიონებთან ერთად. კარგია იურიდიულ საკითხებზე მუშაობა. მართვის მოწმობის აღებას თუ აპირებთ, ახლა შესაფერისი დროა.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა რომანტიკული პაემნების, ფლირტისა და შეხვედრებისთვის. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ, მიხვდეთ, რისი მინიშნება სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.
ლომი
თავდაჯერებულობით და მტკიცე რწმენით ბევრ ისეთ საქმეს მოაგვარებთ, რომელზედაც, ადრე, შესაძლოა, არც გიოცნებიათ.
ქალწული
იყავით მეტად მოქნილი და დიპლომატიური. თუ სათანადო მოხერხებულობას გამოიჩენთ, ყველა დაბრკოლებას მარტივად გადალახავთ და შედეგითაც იქნებით უკმაყოფილო.
სასწორი
დღეს, ყურადღება თქვენს მეორე ნახევრისკენ გაქვთ მიმართული. არაა გამორიცხული, ნათესავებთან და ახლობლებთან მცირე გაუგებრობები და უთანხმოებები.
მორიელი
თქვენი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდების ერთმანეთში არევა ახლა რთული გადაწყვეტილებების წინაშე დაგაყენებთ. ბიზნესპროექტები სასურველ შედეგებს მოგცემთ.
მშვილდოსანი
შესაძლოა, დღეს, თანამოაზრეებთან ურთიერთობა გართულდეს, რადგან თქვენი შეხედულებები ძალიან განსხვავდება მათი ხედვისგან. გააკონტროლეთ ემოციები.
თხის რქა
დღეს, შესაძლოა, აქტუალური იყოს ახლობელი ადამიანის ჯანმრთელობის თემა, ეს ახალი ვალდებულება გაიძულებთ, სხვაგვარად გამოიყენოთ თქვენი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება.
მერწყული
ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა, ახალი აღმოჩენის წინაშე დადგეს, იოლად დაძლიოს არცთუ მარტივი პერიოდი და „სუფთა ფურცლიდან“ ახალი შემართებით დაიწყოს ცხოვრება.
თევზები
შეცვალეთ კვების რაციონი, ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, სასურველია, დაიწყოთ გამაჯანსაღებელი დიეტა.