გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ნოემბერს 10:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭართალი, მუგუდა, მენესო, დოლასქედი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სიონი, გარბანი, გორისციხე, ფანშეტი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, დარიალი, ზემო მლეთა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სტეფანწმინდაში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.