ამქვეყნად მოვლენილი ნებისმიერი ადამიანი, ინდივიდი და უნიკალური არსებაა. თქვენი ზოდიაქოს ნიშანი კი განაპირობებს იმას, თუ რა გიშლით ხელს კარიერულ წინსვლაში. განვიხილოთ ზოდიაქოს ნიშნების უარყოფითი თვისებები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ კარიერულ წინსვლას თუ აპირებთ:
ვერძი ყველაზე ხშირად პროფესიულ წარუმატებლობას სიფიცხეს, უტაქტობასა და სულსწრაფობას უნდა უმადლოდეს. მისი გადამეტებული აგრესიულობა და ეგოიზმი ხშირად იწვევს ზემდგომთა აღშფოთებას.
კუროს ძირითადი პრობლემა სიზანტე და სიახლეებისადმი შიშია. იგი ვერ ახერხებს ფეხი აუწყოს ნოვაციას, ამის გამო ხშირად კარგავს დაწინაურების კარგ შანსს.
ტყუპის მთავარი ნაკლი ცვალებადობა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა დაკისრებული მოვალეობების მიმართ. ტყუპს მრავალმხრივი ინტერესები გააჩნია, რის გამოც ხშირად ავიწყდება ან ბეზრდება პროფესიული ვალდებულებები.
კირჩხიბისთვის პრობლემა ზედმეტი სენტიმენტალურობაა. მას უჭირს საკუთარი ღირსებების საჯაროდ დემონსტრირება, შემდგომში კი გული მოსდით უფროსობაზე იმის გამო, რომ ისინი ჯეროვნად ვერ აფასებენ მის შრომასა და ღვაწლს.
ასევე დაგაინტერესებთ
ლომის პრობლემა არაჯანსაღი ამბიციურობა და ეგოიზმია. ლომებს არ ხიბლავთ დაქვემდებარებულის როლი. მიაჩნიათ, რომ ყველაზე მეტად უფროსის სავარძელი შეეფერებათ. თუ ასე არაა, ისინი უსაქმურობას ამჯობინებენ ხელქვეითის ან უბრალო მენეჯერის პოზიციას.
ქალწულის ძირითადი ნაკლი მეწვრილმანეობა და პედანტიზმია. მას ხშირად ექმნება კონფლიქტი თანამშრომლებთან სწორედ იმის გამო, რომ ზედმეტად კრიტიკული არიან სხვების ნაკლოვანებების მიმართ. მაშინ როცა საკუთარ ნაკლზე მითითება არაადეკვატურ მდგომარეობაში აგდებთ და ძალიან განიცდიან ნებისმიერ შენიშვნას.
სასწორისთვის პრობლემაა მერყევი ხასიათი და მუდმივი სურვილი აამოს გარშემო მყოფებს. სწორედ ამის გამო ხდება სასწორი თანამშრომლებს შორის ნაკლებად დაფასებული კადრი. იმის გამო, რომ იგი გაურბის საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, ზემდგომებს უჭირთ მისი შემჩნევა.
მორიელის პრობლემა პროფესიულ სარბიელზე ყოველთვისაა გულღრძოობა და სხვებისთვის ძირის გამოთხრის ჩვევა. იგი ინტრიგების დიდოსტატია და ხანგრძლივი დროის მანძილზე ოსტატურად ახერხებს თანამშრომლებით მანიპულირებას. მანამ სანამ თავადვე არ აღმოჩნდება სხვისთვის დაგებულ მახეში.
მშვილდოსანი წარუმატებლობას პროფესიულ სფეროში დაუკვირვებლობით, დიპლომატიის უნარის სრული არქონითა და უპასუხისმგებლობით იმკის. მას უყვარს გულუხვი დაპირებების დარიგება, დანაპირების შესასრულებლად კი რატომღაც ვერასოდეს იცლის. ამასთან ერთად, შენიშვნებზეც საკმაოდ მწვავედ რეაგირებენ ხოლმე.
თხის რქის პრობლემა სამსახურის მიმართ ზღვარგადასული, შეიძლება ითქვას ფანატიზმამდე დასული თავდადებაა. რაც რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ხშირად არ ფასდება ზემდგომთა მხრიდან. ქრონიკულ ვორკოჰოლიკობას კი თხის რქისთვის მარტოოდენ ნერვული სტრესი და დეპრესია მოაქვს.
მერწყული უფროსების გაღიზიანებას, როგორც წესი, საკუთარი არაპროგნოზირებადი ხასიათითა და საყოველთაოდ დადგენილი ნორმებისადმი დაუმორჩილებლობით იწვევს. ასეთ ხალხს უყვარს მოიქცეს თავის ჭკუაზე, რაც ხშირად ხდება მისი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი.
თევზებს დათვურ სამსახურს ხათრიანი ხასიათი და ზედმეტი სიმორცხვე უწევს. ისინი იშვიათად გამოირჩევიან ამბიციურობით. შესაბამისად, არასოდეს ითხოვენ ხელფასის ან თანამდებობის მომატებას. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მათ ეს არ სურთ, უბრალოდ იმედი აქვთ, რომ უფროსი თავად უნდა მიხვდეს ამას. ეს კი, როგორც წესი, ის არასოდეს ხდება.