თამარ ჩერგოლეიშვილი “გირჩი თავისუფლების” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის პოსტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ჯაფარიძემ მისი ამომრჩეველი ვერ დაარწმუნა, რომ არჩევნები გაყალბდა, რაც ბიძგს მისცემდა მოქალაქეებს, აქციებზე გასულიყვნენ.
“220 ათასი მოქალაქის ხმა აიღო ამისმა პარტიამ.
ამ ხალხის 5 პროცენტიც კი ვერ შთააგონა და დაარწმუნა ჯაფარიძემ, რომ არჩევნები გაყალბდა და პროტესტი საჭიროა.
ახლა ამ ხალხს თავს ესხმის – გამბედავები არ ხართო, ჩმოები ხართო …

არ ვარგა კრიტიკაო!
შედეგად, პოლიტიკური სპექტრი სრულიად გამოჩლუნგდა.

გინდათ გითხრათ დრაივი რას მოაქვს სინამდვილეში?





ამ ყველაფრის სიკვდილს აუნთო ზურა ჯაფარიძემ მწვანე შუქი და ოლიგარქიას დაურასკლადდა.
ახლა ხალხს აჯვამს – თქვე გაუბედავებოო.
რატომ გიკვირთ რომ ამ ყალბ ლუზერებს მე პატივს არ ვცემ?
ვინც სცემთ, თქვენ როგორ სცემთ?
“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
