1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7397 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7397 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7313 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0084 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8942 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8810 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0132 ლარი შეადგინა.