Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომელი ნიშნები უნდა იყვნენ დღეს ფრთხილად – 20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

November 20, 2024
10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

ყოველთვის ეფექტური არ არის ტრადიციული გზით გამარჯვებისკენ სვლა, თუ იოლი და გაკვალული ბილიკებით ივლით, ჩიხში შეხვალთ. დაივიწყეთ ძველი ხერხები და სცადეთ რაიმე განსხვავებული.

კურო

დღეს, შეძლებთ ყველაზე რთულ პრობლემებსაც მოუძებნოთ გასაღები. თქვენი გამჭრიახობისა და მოხერხებულობის წყალობით, დარწმუნებული იყავით, იოლად მოაგვარებთ კონფლიქტებსა თუ გაუგებრობებს.

ტყუპები

დიპლომატიის წყალობით, შეძლებთ, გარშემომყოფებს სიტუაცია თქვენი თვალით დაანახოთ, თამამად, ხმამაღლა განაცხადეთ თქვენი მოსაზრებები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული წინადადება წარუმატებლად მიგაჩნიათ.

კირჩხიბი

ყურადღებით მოისმინეთ თანამოსაუბრის აზრები და განსაზღვრეთ, რა მიზანი აქვს მას სინამდვილეში. ნუ დაკმაყოფილდებით მხოლოდ ვარაუდებით, ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ რა მოლოდინები აქვთ და რა უნდათ თქვენგან.

ლომი

იყავით ფრთხილად და ყურადღებით ჯიუტ და ტოქსიკურ ადამიანებთან და ნუ აჰყვებით ემოციებს. ნუ იმოქმედებთ სპონტანურად, იმოქმედეთ მოკავშირეებთან ერთად წინასწარ მოფიქრებული გეგმით.

ქალწული

შეიტანეთ სიახლეები თქვენს ცხოვრებაში, თქვენს საქმიანობაში, ახლა შეგიძლიათ, სრულიად შეცვალოთ თქვენი საქმიანი სფერო. რაც მეტად მოსცილდებით ჩვეულ გარემოს, რუტინას, მით უფრო საინტერესო გახდება თქვენი რეალობა.

სასწორი

მოსალოდნელია დიდი ცვლილებები უკეთესობისკენ. მოსინჯეთ ახალი იდეები და შეცვალეთ ძველი მეთოდები, ნუ შეგეშინდებათ შეცდომების. მოემზადეთ შემოქმედებითი წინსვლისთვის.

მორიელი

თქვენზე სასიკეთოდ იმოქმედებს სივრცის გადახალისება და კომფორტულად მოწყობა, ყველაფერი რაც თქვენს გემოვნებას შეესაბამება, იქნება ეს მხატვრობა, ხელსაქმე, კულინარია თუ სხვა, კმაყოფილებასა და წარმატებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

შესაძლებლობა გექნებათ, მეტად საინტერესოდ წარმართოთ მოლაპარაკებები ადამიანებთან, რომლებთანაც დიდი ისტორია არ გაკავშირებთ, მაგრამ დიდი სიახლეები და პერსპექტივები სწორედ ამ კავშირებით დაიწყება თქვენს ცხოვრებაში.

თხის რქა

მოგიწევთ პასუხისმგებლობა აიღოთ სხვების არასწორად შესრულებულ საქმეზე და დიდი ძალისხმევა დაგჭირდეთ მის მოგვარებაზე, არაფრის შელამაზება არ არის საჭირო, თქვით ის, რაც სინამდვილეშია და მკაცრად და დამაჯერებლად შეასრულეთ ხელმძღვანელის როლი.

მერწყული

მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარეგნობას რათა თავი უფრო თავდაჯერებულად და მიმზიდველ ადამიანად იგრძნოთ ირგვლივ მყოფთა თვალში, შემდეგ კი იაქტიურეთ, გააცანით თქვენი პროექტი საჭირო ადამიანებს და მოიპოვეთ მათი მხარდაჭერა.

თევზები

გადახედეთ მივიწყებულ იდეებს, ოცნებებს, გაიაზრეთ, რა შეიძლება იყოს აქედან აქტუალური და მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე და განახლებული გეგმებით ახალ საინტერესო ადამიანებთან ერთად შეუდექით საქმეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი ხანძარი ასპინძაში – რა დეტალები ხდება ცნობილი
  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge