ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩი საქართველოსა და უკრაინას შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პირველივე წუთებიდან აქტიურად უტევდა, უკრაინელები შეხვედრაში სწრაფი ავტოგოლით დაწინაურდნენ, შემდეგ კი ძლიერ თავდაცვაზე გადავიდნენ.
საბოლოოდ უკრაინელების დაცვის ხაზი ცვლილებაზე გამოსულმა გიორგი მიქაუტაძემ გაარღვია და გაათანაბრა.
მატჩს რამდენიმე უკრაინული გამოცემა ეხამურება:
“Football24.ua” წერს:
“ყაიმი საქართველოსთან, ადნრეი რებორვს გასაკვირი არაფერი გაუკეთებია. ამ შედეგით ჯგუფიდან გასვლის შანსმა ძალიან დაიკლო. კვარაცხელიას ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჰქონდა, გოლი კი ქართველების ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვალმა, გიორგი მიქაუტაძემ გაგვიტანა. მინდვრის საფარი წვიმის გამო ცუდ მდგომარეობაში იყო, ქართველებმა პოზნანში მარცხი სწორედ ცუდ კონდიციებს დააბრალეს საინტერესოა, რას იტყვიან ამაზე”.
“Sport.ua” წერს:
“საქართველოში უკრაინის მზე ჩაესვენა, ქართველებს წინა მატჩის გამო შურისძიება სურდათ, თუმცა სანიოლის გუნდს ეს არ გამოუვიდა. ქართველები დიდი ძალებით უტევდნენ, მაგრამ უკრაინის დაცვა ყველაფერს კარგად გაუმკლავდა”.