ჩურჩულით ნათქვამი შელოცვა განსაკუთრებულია. მათი დახმარებით შესაძლებელია წარმატების მიზიდვაც და უსიამოვნებებისგან თავის დაცვაც. ეს ერთგვარი მაგიური სასწრაფო დახმარებაა…
შეგიძლიათ დაიჯეროთ ან არ დაიჯეროთ… უმჯობესია, შეამოწმოთ!
ჩურჩული წარმატებისთვის
-თუ გსურთ წარმატება მიიზიდოთ, მაშინ, გადააბიჯებთ რა სახლის ზღურბლს, ჩაიჩურჩულეთ:
„ჭეშმარიტება იმაშია, რომ ამ ზღურბლს იქით ჩემი ძალაა“
-თუ გსურთ თავი დაიცვათ უფროსის რისხვისგან:
„ მე მარცხენა ნაპირზე ვარ, შენ -მარჯვენაზე. იყვირებ -არ იყვირებ, მაინც ვერ დამიყვირებ“. ეს უნდა ჩაიჩურჩულო უფროსთან შეხვედრამდე მაშინ, როდესაც ის რამით უკმაყოფილოა.
– თუ გსურთ დღემ წარმატებულად ჩაიაროს, დილით ადექით მარჯვენა ფეხით და თქვით:
„საითაც მარჯვენა ფეხი მიდის, იქითაა მარცხენაც. სადაც მე, ჩემი წარმატებაც იქ“.
ჩურჩულით ნათქვამი შელოცვა ფულისთვის
-ფულის მიღებისას, ჩაიჩურჩულეთ:
„ფული ჯერ ჯიბეში, მალე მთელი ჩემოდანიც იქნება“.
ჩურჩული საფულისთვის:
„ჩხრიალებს ჩემი საფულე, ფულისგან სუქდება. დღითი დღე ჩემი წარმატება უფრო მწვანე ხდება“.
თუ გასცემთ ფულს, ჩაიჩურჩულეთ:
„ფულს ვაძლევ, მაგრამ უკანვე ველოდები“.