2025 წელი რამდენიმე საყურადღებო ასტროლოგიური მოვლენით დაიწყება. ერთი მხრივ, პლუტონსა და მერწყულს, მეორე მხრივ, მარსსა და ლომს შორის სერიოზული დაძაბულობა ადამიანებზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეული ჩვენგანი რადიკალური გადაწყვეტილებების წინაშე აღმოჩნდება. მეტიც, ეს გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საბედისწერო იქნება. ასტროლოგიაში პლანეტების ოპოზიცია ყოველთვის ერთგვარი არჩევანია. სხვაგვარად ორი პლანეტა ერთმანეთს ვერ დაშორდება.
2025 წლის იანვარში ოჯახის დაგეგმვის, ბიზნესის განვითარებისა და საქმიანი ურთიერთობების შეცვლის თვალსაზრისით ბევრი ადამიანი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს. ლომი ჩვენს სასიყვარულო სექტორსა და ინტერესებს აკონტროლებს, მერწყული, პირიქით, სოციალური მნიშვნელობის ნიშანია. ამიტომაც, ბევრი ადამიანი იანვარში ან დაქორწინებას გადაწყვეტს ან საბოლოოდ დაასრულებს ურთიერთობას, რომელიც ვეღარ ვითარდება. იგივე ეხება საქმიან ურთიერთობებს – რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი. განაგრძეთ კითხვა…