მთვარე არა მხოლოდ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი, არამედ სილამაზის, სიმშვიდის, შინაგანი ჰარმონიის სიმბოლოა და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაგალითად, ჩვენი ემოციები, განწყობა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ჯანმრთელობაც კი. ასევე, მიაჩნიათ, რომ მთვარის ერთ-ერთი ფაზა, სავსე მთვარე, ადამიანებზე განსაკუთრებით მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ 16 ნოემბერს კუროს ნიშანში სავსე მთვარეა. ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი სავსე მთვარის გავლენას ყველაზე მეტად იგრძნობს:
კირჩხიბი
კირჩხიბი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მგრძნობიარე ნიშანია. სავსე მთვარის დროს კი ამ ნიშნის წარმომადგენლები, როგორც წესი, “ემოციურ აფეთქებას” გრძნობენ. შესაძლოა, განწყობა მოულოდნელად შეგეცვალოთ, სევდამ შეგიპყროთ, უიმედობის განცდა გაგიჩნდეთ და მოგეჩვენოთ, რომ არაფერი გამოგდით. თუმცა, მთვარის ყველაზე ძლიერი ფაზა კირჩხიბებს თვითგანვითარების მნიშვნელობას, შინაგანი ჰარმონიის მიღწევასა და საკუთარ ემოციებში გარკვევის შესაძლებლობას აძლევს. ნუ ინერვიულებთ, შედარებით ემოციური დღეები მალე გაივლის და მოტივაცია კვლავ დაგიბრუნდებათ. მთავარია, კონფლიქტურ სიტუაციებში არ ჩაერთოთ და მომატებული ემოციური ფონის გამო, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს არ აწყენინოთ.
თევზები
თევზები ასევე ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნიშანია. შესაბამისად, სავსე მთვარის გავლენას ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებიც განსაკუთრებით განიცდიან. მომატებული ემოციური ფონი აქვთ და ყველა შენიშვნასა თუ რეკომენდაციას ბევრად მძაფრად აღიქვამენ. გარდა ამისა, სავსე მთვარის დროს ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს თვითგანვითარების ძალიან დიდი სურვილი უჩნდებათ. მუსიკა, მხატვრობა, ლიტერატურა – შესაძლოა, შთაგონების ძლიერი წყარო გახდეს და საინტერესო იდეები გაგიჩნდეთ. გარდა ამისა, შესაძლოა, სავსე მთვარე თქვენთვის განახლების ეტაპი გახდეს და საბოლოოდ დაემშვიდობოთ იმას, რაც დიდი ხანია გაწუხებთ და განვითარებაში ხელს გიშლით.
მორიელი
მიუხედავად იმისა, რომ მორიელები ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანები არიან, სავსე მთვარე მათთვის ნამდვილი გამოცდაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დროს ,,ემოციები დუღს“. ამიტომაც, მომატებულ შფოთვასა და ემოციურ არასტაბილურობას გრძნობენ. მთვარე ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ იყვნენ გულწრფელები ყველას მიმართ, მათ შორის, საკუთარი თავის მიმართაც. 16 ნოემბრის სავსე მთვარე კი არა მხოლოდ გამოცდაა, არამედ დიდი შესაძლებლობა, რომ ძველ წყენას, უაზრო კავშირებსა და სხვა ემოციურ ტვირთს თავი საბოლოოდ დააღწიოთ და ცხოვრების განახლებული, ბევრად საინტერესო ეტაპი დაიწყოთ. განაგრძეთ კითხვა…