ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე მძიმეწონოსანი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ფინალში ჩეხ ლუკას კრპალეკთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალის საგზურისთვის მან რუსეთის წარმომადგენელი ტამირლან ბაშაევი დაამარცხა. მანამდე კი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს სძლია.
ქართველ ძიუდოისტს ვერცხლის მედალის მოპოვება თბილისის მერმა კახა კალაძემ “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით მიულოცა:
“კიდევ ერთი ვერცხლი… თუშა, ვამაყობთ და გილოცავთ!” – დაწერა კალაძემ სოციალურ ქსელში.
აღნიშნული პოსტის კომენტარებში მოქალაქემ კალაძეს მიმართა: “გახარია არველაძის აყენებს კანდიდატო და დაგერხა?” – რაზეც თბილისის მერმა უპასუხა: – “თუ უნდა სამივე დააყენოს”