ქართველი ფოტო მოდელი, ორი შვილის დედა თამო ვაშალომიძე სტუმრად იმყოფებოდა “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში”, სადაც მან საკუთარ განვლილ გზასა და წარმატების მიღწევის ისტორიაზე იისაუბრა.
– ძალიან რთული პერიოდი გავიარე. საერთოდ მარტო ვიყავი. დედა მე არ მყავდა, მამა ჩემ გვერდით არ იყო. ძალიან რთულია, როცა მარტო ხარ. ახლა მეუღლე მყავს, მეგობრები, მაგრამ შინაგანი ბრძოლა გამომუშავებული მაქვს. სულ ვიბრძვი. იმიტომ კი არა, რომ კომფორტი არ მაქვს და ჩემი ქმარი ხელს არ მიწყობს, მინდა, სულ რაღაც ვაკეთო, არ გავჩერდე. მებრძოლი გავხდი… სულ რომ იახტები და სასახლეები მქონდეს, მაინც არ გავჩერდები. მუშაობა და განვითარება ძალიან მიყვარს… ადრე ბებია მყავდა ცუდად. მისი ხარჯები რომ დამეფარა და არაფერი მოჰკლებოდა, ეს იყო ჩემთვის პრიორიტეტი. ასევე, თავი მერჩინა, ქირა გადამეხადა, მეცხოვრა. 120 ლარს ვიცდიდი ქირას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც არ მქონდა ეს თანხა და სახლში სირცხვილით ვერ მივდიოდი. ვერ გადამიხდია და ქუჩაში გამითენებია. იყო ერთი ასეთი შემთხვევა – გადასახადზე 70 ლარი დამაკლდა და მითხრეს, რომ არ შემიშვებდნენ. ყველა კეთილი არ არის და ყველა ვერ გაგიგებს…
ორგან ვმუშაობდი და გადარჩენისთვის ვიბრძოდი. ჩემს ერთ-ერთ ბინის მეპატრონეს ჰყავდა მეგობარი, რომელიც მოდელად მუშაობდა. მან მითხრა, ძალიან ლამაზი გოგო ხარ, რატომაც არა, მოდელობა სცადეო. ცოტა პუტკუნა ვიყავი და ძალიან ვნერვიულობდი. მთელი ცხოვრება რომ გეუბნებიან, რომ არ ხარ ლამაზი, ამას იჯერებ. ფიქრობ, რომ არავინ ხარ, უბრალოდ უნდა იმუშაო, თავი გადაირჩინო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გვერდით როგორი ადამიანები, სამეგობრო გვყავს. მივხვდი, რომ ვინც შინაგანად დისკომფორტს გვიქმნის, უნდა მოვიშოროთ…”- ამბობს თამო.