Sunday, August 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რაღაც დაქალებულა, ან მოტეხილია…” – ნინი შერმადინი გამომწერების კრიტიკას ეხმაურება

November 14, 2024
“რაღაც დაქალებულა, ან მოტეხილია…” – ნინი შერმადინი გამომწერების კრიტიკას ეხმაურება

ნინი შერმადინი “ტიკ-ტოკზე” ეხმაურება ერთ-ერთ კომენტარს, რომელიც მასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაიწერა: “რაღაც დაქალებულა, ან მოტეხილია. ამ დროს აქვს საშუალება, რომ კარგად გამოიყურებოდეს”.

ნინი ამ კომენტარს შემდეგნაირად პასუხობს:

“ძალიან კარგი რამეა ეს „ტიკ-ტოკი“. ადამიანებს შეუძლიათ პირდაპირ დაგიწერონ, არსად ფიქრობენ, მოურიდებლად, შენც ძალიან ჩვეულებრივად შეგიძლია პასუხი გასცე. გავბრაზდი? არა. ლოგიკურია, 36 წლის ვხდები დეკემბერში. ისე აღარ გამოვიყურები, როგორც 16 წლის ან 25 წლის ასაკში. გეთანხმებით, 2019 წლის ფოტოებსა და ვიდეოებს რომ ვუყურებ, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ. ჩამომეწია ქუთუთოები, ეს გამოიწვია ბევრმა ტირილმა, 2020 წლის შემდეგ ასე მაქვს თვალები, ჩამოწელილი და ჩამოღვენთილი, მოწყენილი, გავჭაღარავდი 2020 წლის შემდეგ. ღმერთმა ყველამ გაშოროთ, რაც მე გავიარე. პანდემიის დროს ვიყავი ამერიკაში, როცა ორივე მშობელი ერთმანეთის მიყოლებით გარდამეცვალა. მამის პანაშვიდზე ვერ ჩამოვედი, დედა ვერ ვნახე გარდაცვალებამდე, რადგან საავადმყოფოდან გამოგვატანეს შავი პარკით. ბავშვი დამრჩა მანდ და რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობდი, რომ წამომეყვანა. ამ ყველაფერს გავუძელი მედგრად, წელიწადნახევარი ვიყავი ანტიდეპრესანტებზე, ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, საკმაოდ გავსუქდი კიდეც, დამერღვა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია…

ახლა რაც შეეხება საშუალებას, თქვენ რა იცით, მე რისი საშუალება მაქვს. თუ უბრალოდ, ცნობილი რომ ვარ, ამიტომ გგონიათ, რომ ბევრი ფული მაქვს, ან ამერიკაში რომ ვცხოვრობ? მეც ჩვეულებრივი რიგითი ემიგრანტი ვარ, როგორც ყველა. არც სხეული გამიყიდია, არც სული გამიყიდია, არც ღირსება და არც მორალი ჩემი კეთილდღეობისთვის. თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე სუფთად, ჩემი ნიჭიერებისა და შრომის ხარჯზე და ამით ძალიან ვამაყობ.

რაც შეეხება ფილერებსა და ბოტოქსებს, არ ვიკეთებ, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ბუნებრიობა და ბუნებრივად დაბერება არ “ტეხავს”.

ვფიქრობ, ასაკის კვალი ნორმალურიცაა. აწი დავბერდები, არ გავახალგაზრდავდები. თუ მოგწონვართ, როგორიც ვარ და მიმიღებთ, ძალიან გამიხარდება… გკოცნით ყველას, მიყვარხართ…”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა განაპირობებს ქობულეთის მონაკვეთზე ავარიების სიხშირეს? – გელა კვაშილავა
  • ირლანდიელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Rejjie Snow საბა ჯიქიას მიმართავს
  • “ასე მთავრდება ხოლმე ქვეყანაში, სადაც შავ სამყაროსა და სახელმწიფოს შორის ზღვარი წაშლილია” – გიორგი სიორიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge