ქართველი ფოტო მოდელი თამო ვაშალომიძე საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ამჯერად გადაცემა “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს” სტუმარი იყო, სადაც გაიხსენდა ის პერიოდი,როდესაც თბილისში ნაქირავებ ბინაშ ცხოვრობა.
“ერთადერთი რაც მინდოდა იყო კარგ სახლში მეცხოვრა.
ქირას მაშინ 120 ლარს ვიხდიდი, იყო დრო როცა არ მქონდა ეს თანხა და ვფიქრობდი როგორ მივსულიყავი სახლში, ყოფილა შემთხვევა როცა ქირა ვერ გადამიხდია და ღამე ქუჩაში გამითენებია”- იხსენებს მოდელი.