“მოსაწონი და შესაქებია პატარ-პატარა აქციები, მაგრამ ნუ ვიქნებით მხოლოდ ერთ დიდ აქციაზე ორიენტირებული” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის “ფეისბუქზე“ გავრცელდა.
მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია დასავლეთისა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
„თუ გვინდა, რომ მოვიპოვოთ დასავლეთის მხარდაჭერა და აგრეთვე აშშ-ის ახალი კაბინეტის თანადგომა, აუცილებელია გავზარდოთ ქუჩის აქციების მასშტაბი.
მოსაწონი და შესაქებია პატარ-პატარა აქციები, მაგრამ ნუ ვიქნებით მხოლოდ ერთ დიდ აქციაზე ორიენტირებული”,- წერს სააკაშვილი.