ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა თქვა, რომ რეფერენდუმის ჩატარებამდე საქართველოში ჩამოვა.
ჩერგოლეიშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის წერს, რომ : – ” ახლა ყველაზე სწორი იქნება სააკაშვილის დაბრუნება.”
“2016 წელს “ნაც.მოძრაობამ” არჩევნები რომ წააგო, მაგათთან ვიყავი ოფისში.
სასოწარკვეთილი იყო ხალხი.
რამდენიმე მათგანი გულწრფელად მიმტკიცებდა, რომ სარფიდან ახლა მიშა შემოვა.
ისე შემეცოდნენ – მოფერება მომინდა, მეთქი მომადეთ თავი მხარზე თქვე ბრიყვებო.
მართლა სჯეროდათ,” – დაწერა ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამჯერად “ევროკავშირის რეფერენდუმი” საერთო, სახალხო რეფერენდუმად უნდა გარდაიქმნას, რომელიც ხელისუფლების შეცვლისკენ იქნება მიმართული.
მისივე თქმით, საქართველოს მეტი დასაკარგი დრო აღარ აქვს და ეს წელი გამარჯვების წელიწადია.
“ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც ჩემ ვალდბეულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად უკვე სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილი ვერ ეღირსება ამეჯრად, ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას, მისი ხელისუფლება დამთავრებულია. ახლა უკვე საკითხი დგას ამ ყველაფრის სწორად გაფორმების, მენდეთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, არასდროს არ გიღალატებთ მე და ჩემი თანამებრძოლები”, – განაცხადა სააკაშვილმა.