“მთავარი არხის” გენ.დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის მიერ ე.წ. ტროლ-ბოტების წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიასთან დაკავშირებით “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“მთავარი არხის” გადაწყვეტილებით, ფბ -პეიჯმა დაიწყო ტროლ-ბოტების დაბლოკვის ფართომასშტაბიანი სამუშოები. ამას მოყვა რამდენიმე დღის განმავლობაში ათასობით ტროლ-ბოტის იდენტიფიცირება და 2 მილიონზე მეტი კომენტარის წაშლა. რიჩის, ანუ ე.წ. წვდომის შემცირება ამის თანმდევი შედეგია, თუმცა, ჩვენ ამოვდივართ ჩვენი მაყურებლის ინტერესიდან და ვანეიტრალებთ “ოცნების” მიერ კარგად დაგეგმილ ტროლ-ბოტებით ხალხის ფრუსტრირების კამპანიას.
ასევე, ვიდრე პროცესი მიმდინარეობს (რამდენიმე დღეში მორჩება), შეფერხებები იქნება “პეიჯის” მუშაობაში, რაზეც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
გმადლობთ, რომ თვალყურს გვადევნებთ. მთავარი ხართ თქვენ (და არა რიჩი)”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.