თბილისის ცენტრში ორი სტუდენტი გარდაცვლილი ნახეს. ცხედრები ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაშია აღმოჩენილი.
ახალგაზრდების სამძებრო ოპერაცია პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც მასთან ოჯახი და მეგობრები კავშირზე ორი დღის განმავლობაში ვერ გადიოდნენ. რა გახდა სტუდენტების გარდაცვალების მიზეზი გაურკვეველია.
23 წლის ბიჭი 21 წლის გოგო ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია
წყარო: tv.pirveli