პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება.
“ახალი პრეტენზიები გაჩნდა ოპოზიციის მისამართით. თურმე პრობლემა იმაშია, რომ ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. მრავალლიდერობიანობა ყოფილა ცუდი.
სინამდვილეში, ევროპული, კოალიციური მმართველობა გამორიცხავს ერთი ბელადის ირგვლივ კონსოლიდაციას. ერთლიდერობა ერთმმართველობას შობს, საიდანაც ავტორიტარიზმიც ერთ ნაბიჯშია.
უფრო მეტიც, ოპოზიციას მიტინგებზე მჭექარება დაუწუნეს. ხედავ, აგერ გერმანელი როგორი მუხტით გამოვიდა და ჩვენები არაო.
არც ესაა ევროპული. ქარიზმატული, “ტრიბუნი” ლიდერები დღეს იშვიათადაა. შეიძლება მათზე უკვე მოთხოვნაც არაა. ასეთ ლიდერს სჭირდება შესაბამისი აუდიტირია. მასების ისტერიული ყვირილითა და ჟესტიკულაცით “აგდების” შეუდარებელი ოსტატი იყო ჰიტლერი. დღეს მსგავს ლიდერს იმავე გერმანიაში არც კი მოუსმენენ.
ოპოზიციას ჰყავს ბევრი ლიდერი და ეს მისი სიძლიერეა”- წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.