“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ერთ-ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
“საოცრების მომსწრე ვარ: ქართველი ოპოზიციონერი ევროპარლამენტარს ეკონტაქტება და ეუბნება, ქოცებს რო დაასხი, ახლა ნაცებსაც დაასხიო.
ქართველი ოპოზიციონერი. თან სუ რო ყველას მდუღარე დაასხან, მის პოლიტიკურ ძალას მაინც ბარიერის დაძლევის პრობლემა რომ ექნება.
რა არ გამიგია, და ასეთი უსინდისობა და სიშლეგე – არა.
#ბოღმაკლავს” – დაწერა გვარამია სოციალურ ქსელში, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა: –” არ ჯობია მიუთითო ვისზე წერ? ან რა საჭიროა? ოპოზიციის ერთმანეთზე მიქსევაა ახლა ამოცანა? აი, მაგალითად, მე დამაბრალა პატივცემულმა საზოგადოებამ, სრულიად უსაფუძვლოდ-რატომ, არ ვიცი. ჩავთვლე რა, რომ “ნაცებისთვის” დასავლეთის აზრს მნიშვნელობა არ აქვს, წამოვედი პარტიიდან და რაზე დავხარჯავდი ჩემს ძვირფასს დროს ასეთ უაზრო საქმეზე? თანაც თავად ‘ვასხავ’, ვისაც საჭიროდ მიმაჩნია, დახმარების გარეშე, როგორც იცი” – დაწერა სამადაშვილმა. აღნიშნულზე გვარამიამ მიუგო: – “თქმა რომ მინდოდეს, როდის იყო, მერიდებოდა. ერთსაც ვიტყოდი და მეორესაც. არ ვთვლი საჭიროდ და დავიტოვებ ამ უფლებას. შენ რომ წერ სტატუსებს, როდისმე დამიწერია, რა საჭიროა ახლა ოპოზიციის დაჭმა-თქო? ვერ მივხვდი, რაზე მელაპარაკები.
ძაან ოპტიმისტი ყოფილხარ. გავიღვიძეთ უკვე ბელორუსში” – მიმართა გვარამიამ პოლიტიკოსს. რაზეც სამადაშვილმა კვლავ უპასუხა: – “რა ვიცი, ვიღაცამ მომწერა შენზე დაწერა პოსტი გვარამიამო და შემოვიხედე და დავაფიქსირე, რომ ჩემზე არაა, თორემ აქ საბრალდებო დასკვნა წაუყენებიათ და განაჩენიც გამოუტანიათ. ოღონდ, ამასობაში ბელორუსში გავიღვიძებთ მალე და მერე, ვინ რას მოაწერა ხელი ირელევანტური იქნება.”