ცესკო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ცენტრალურ საარჩევნო კომისიასასა და შპს პირველს შორის 2024 წლის 10 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად (ხელშეკრულების N 10/09/5), შპს პირველს მომსახურება უნდა გაეწია ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის რეგიონალურ მედიებში სიახლეების, ბანერებისა და ვიდეორგოლების განთავსება, მათ შორის, ვებგვერდზე: radioway.ge, რომლის ღირებულება იყო 1059.34 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აღნიშნულ ვებგვერდზე დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. შესაბამისად, ვებგვერდი radioway.ge, იგივე ღირებულებით (1059.34 ლარი დღგ-ს ჩათვლით ) ჩანაცვლდა ვებგვერდით euronews.ge, რომლის განთავსების დამადასტურებელ დოკუმენტს ვურთავთ აღნიშნულ განცხადებას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული გარემოება.
შპს პირველის დირექტორი: ილია მიქელაიშვილი”- წერია განცხადებაში.