ტელეწამყვანმა თაკო კორინთელმა, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ, “ჩემი ცოლის დაქალებში” ბარბარიკას როლის შესრულებით გაიცნო, გარეგნობაში რადიკალური ცვლილებები შეიტანა, კერძოდ, თმა მთლიანად გადაიპარსა და შეცვლილი იმიჯით გულშემატკივრები აღაფრთოვანა.
ჟურნალ “გზასთან” ინტერვიუში ტელეწამყვანი საუბრობს იმაზე, თუ ვინ დაეხმარა რადიკალური ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
“ჩემმა ქმარმა თურქ კაცს, ვინც სალონში დაგვხვდა, ჰკითხა, – თავის გადაპარსვა უნდა და დასვამთ, მიიღებთო? – კი, დაბრძანდითო, – უპასუხა. – მე არა, ჩემი ცოლიო, – განუმარტა ჩემმა ქმარმა. ამის გაგონებაზე მთელი სალონი შეიკრიბა, რადგან გრძელი, ხუჭუჭა თმა მქონდა. ჩემი მეუღლე თურქულად საუბრობს. კაცმა ათჯერ ჰკითხა, – ნამდვილად მზადაა, დავიწყოო? ბოლოს, საპარსი აპარატი უკვე ხელში ეჭირა, მაგრამ მაინც შეჩერდა და კიდევ ერთხელ ჰკითხა, – ნამდვილად? დარწმუნებულიაო? მგონი, ცოტათი ეჭვი შეეპარა, ამას ქმარი ხომ არ აძალებსო?..”
“ჩაცმის სტილს რაც შეეხება, “პრინცესული“, ვარდისფერი სამოსი ისევ მიყვარს – ახალი ვარცხნილობა ამას ხელს არ უშლის. ვარდისფერი ქუდიც მაქვს ხოლმე თავზე “დამხობილი“. ახლა ვარდისფერი პარიკების ყიდვას ვაპირებ, ოღონდ – საეთეროდ. მანამდე ვერ გავბედავდი, რომ მაგალითად, პარიკები დამეფარებინა…
ბოლო პერიოდში, ისიც ყველამ შეამჩნია, რომ წონაში მოვიმატე. შეამჩნიეს და თან გადამაყოლეს, რამ გაასუქა ასეო…
“არასტაბილური მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში გახლავარ, რაშიც ჩვენს ექსპრომტად მიღებულ გადაწყვეტილებებს ვგულისხმობ, თორემ სხვა მხრივ, თუნდაც გარეგნობასთან დაკავშირებით, სტილის რადიკალური შეცვლა არასოდეს გამიბედავს. კი, ბავშვობაში თავის გადაპარსვა ძალიან მინდოდა, მაგრამ ამის უფლებას ვინ მომცემდა (იცინის)?! უბრალოდ, ვოცნებობდი და მსიამოვნებდა…”