საქართველოს ნაკრებისა და “სენტ-ეტიენის” შემტევი, ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი.
ქართველმა გასულ თვეში 3 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
ზურიკოს ამ ტიტულში ბრედლი ბარკოლა და ლუკას შავერლიე ეცილებიან.
გამარჯვებული ფანების მიერ ხმის მიცემით გამოვლინდება.
გადადით ბმულზე და მიეცით ხმა ზურიკოს: ხმის მიცემის ლინკი.