ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე მიმართვას ავრცელებს:
“ყურადღება!
არაერთგზის უსამართლობის და დაუნდობლობის შემხედვარეს ახმეტის რაიონში, შეუძლებლად მიმაჩნია გავჩუმდე და არ გამოვააშკარავო სიმართლე რაც ხდება და როგორ იკანონებენ ახმეტის რაიონის მიწებს გამგეობის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები ან/და დაკავშირებული პირები. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია
სამწუხაროა, რომ ხალხი არავის ადარდებს და მდიდრდებიან ერთეულები. ბატონ – ყმობის დროა და ვერავინ ბედავს ხმის ამოღებას. აქ ყველაფერი იყიდება! დროა სიმართლე გამოაშკარავდეს და პასუხი აგოს ხარბმა სიხარბისთვის! ვის ედარდება რაიონი და ვინ თავის ჯიბისთვის იბრძვის რეალურად ყველამ ვიცით, მაგრამ პასუხს ვერავინ თხოვს ყველა მთავრობას მორგებულ, გამდიდრებულ ადამიანებს, ყველა სიმართლის მთქმელი იჩაგრება! მე პირადად ბრძოლა გამომიცხადეს, საკუთარ მამაპაპისეულ სახლში რემონტი დავიწყე და გამგეობის თანამშრომელი და დეპუტატის წარმომადგენელი ჩემი მეზობელი მე მემუქრება, რომ ჩემ სახლში ბლოკს ვერ დავდებ. სასაცილოა, ვიწყებ გამოძიებას. უნდა გავაგებინო ყველას რა სიბინძურეშიცაა ჩაფლული ახმეტის რაიონი! რაიონი, რომელიც ჩემი წარსულია, მამაა, დედაა და ბავშვობაა და მტკივა…
ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატის ახმეტის ბიუროს ირაკლი ქადაგიშვილი უფროსი პლანის მოწევით გაჟღენთილი ვინმე გიორგი ახმეტელია, რომელსაც მემკვიდრეობით გადაეცა თანამდებობა და გარანტირებული სამსახური ახმეტის გამგეობაში. რატომ?
გიორგის მამა – ცეზარ ახმეტელი შევარდნაძის დროს ახმეტის რაიონის ორგზის დეპუტატი, ასევე, გამგებელი იყო. მან ,,შეჭამა” ახმეტა, დაიკანონა უამრავი მიწის ნაკვეთი და რაც მთავარია, ბევრად საინტერესო ინფორმაციას ახლა მოგახსენებთ ცეზარი, ახმეტაში ჩემი მომიჯნავე მეზობელი იყო. ცხადია გიორგიც. ცეზარის პირველი ცოლი მამიდაჩემია, რომელიც გარდაიცვალა. ცეზარი დაეპატრონა მამიდის სახლს და იქვე ყოფილი ცოლის სახლში მოიყვანა ცოლი, შეეძინათ შვილები, ბატონი გიორგიც დედინაცვალმა ცეზარის და მამიდაჩემის შვილი სახლიდან გააგდო, მიითვისეს მამიდის ქონება სრულად, მათ შორის ბინები ვაკეში და ჩვენ მიწასაც დაადგეს თვალი. ჩემი მამიდაშვილი დღეს ქუჩაშია, ბინა არ აქვს… მთელი ბავშვობა დავაში გავატარეთ, გააყალბა ცეზარმა თავისი ძალაუფლებიდან გამომდინარე დოკუმენტი თითქოსდა ჩვენი მიწა მას ეკუთვნოდა, ასევე, ისარგებლა მამაჩემის გარდაცვალებით და ობლებს და ქვრივ დედაჩემს ებრძოდა ძალაუფლებით. ეს დოკუმენტი არარა აქტად იქნა ცნობილი მადლობა Shaqro Terterashvili ამას არასდროს დაგივიწყებ! მოკლედ, ვეღარ წაგვართვა მიწა, სამართალმა იზეიმა.
და რა ხდება დღეს, გარდაცვლილი მამიდის სახლში ჩასახლებული ოჯახი კვლავ აგრძელებს ჩემთან ბრძოლას. ამჯერად, გიორგი ძალაუფლებას იყენებს, მამის გზას ადგას. მოიპოვა ინფორმაცია როდის მივმართე მერიას, როდის რა ნებართვა მაქვს და ა.შ. და დედის სახელით შეტანილი აქვთ უსაფუძვლო სარჩელი საჯარო რეესტრის წინააღმდეგ, თითქოს 80 – იან წლებში მამაჩემის აშენებული სახლი და ჩვენი მიწა ამ უსირცხვილო ხალხის ეზოში ზედდებით გადადის, რადგან გამიჩერონ ნებართვა და ამიკრძალონ მშენებლობა.
ახმეტის მერიამ ყველა ,,პრიკაზი” შეუსრულა დეპუტატის ბიუროს უფროსს. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, გახსოვდეთ, ამ ცხოვრებაში ჩვენი ოჯახი ბრძოლით მოვედით, ჯერ კიდევ დეპუტატი გვებრძოდა ობლებს, არ ხართ სწორი და რამდენ უკანონობასაც სჩადით ახლა დაითვალეთ უნდა გამოვამზეურო. მასალები გროვდება და გროვდება! ჩამოვალ ახმეტაში და სათითაოდ ყველა შენობას გადავიღებ. კანონი იყოს ყველასთვის, გიორგის ნაცნობობით ,,დასმაზე” აუცილებლად მოგეთხოვებათ პასუხი!
#არამემკვიდრეობითთანამდებობებს! ნეპოტიზმს! არა უსამართლობას!!!” – წერს კუბლაშვილი სოციალურ ქსელში.