საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხი”-ს სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტს ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა.
“ქართუ ფონდის” ღონისძიებაზე ჩასულმა მინისტრმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს “ახტაჯანა” უწოდა, მას შემდეგ რაც გოგოხია მისგან ინტერვიუს ჩამორთმევას შეეცადა.
წულუკიანმა მიკროფონის ხელში დაჭერისთანავე “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილის გადაუხადა, შემდეგ კი გოგოხიას მოუწოდა იგივე შინაარსის განცხადება გაეკეთებინა.
წულუკიანმა ისიც აღნიშნა, რომ მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს. გადამღები ჯგუფი თეატრის დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა.
“მოგესალმებით. მე მინდა, ვუთხრა მადლობა ბიძინა ივანიშვილს. ვარ ეთერში. რომელი ეთერია? “ფორმულას” ტელევიზიიდან და ქალბატონი ემა აღარ არის ჟურნალისტი, მე ვარ ჟურნალისტი. ემა, ახლა რომ დაგსჯიან, ხომ იცი? ე.ი. ეს ამხელა ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი. ემა გოგოხია აღარაა “ფორმულას” ჟურნალისტი. ემა, მოდი, აბა თქვი ბიძინას გაუმარ… აი, მიკროფონი ჩემია. დაუკარით ტაში ემას, ემას ტაში დაუკარით ემას. წადი, კაცო, წადი. უკეთესად მოუარე მომავალში საკუთარ ქონებას. წადი, დაიკარგე აქედან, ბიჭოს?!” – მიმართა წულუკიანმა გოგოხიას.