იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით მილანის, იუვენტუსისა და ინტერის სკაუტები ტარდინის სტადიონზე პარმასა და ემპოლის თამაშს რამდენიმე ტალანტზე დაკვირვების მიზნით დაესწრნენ.
სკაუტების სიაში ამ მატჩი მონაწილე შემდეგი მოთამაშეები იყვნენ: ბერნაბე, ბონი, ფაცინი, ისმაილი და გოგლიჩიძე.
პარმასა და ემპოლის მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა, საბა გოგლიჩიძემ კი შეხვედრა სრულად ჩაატარა. 20 წლის მცველმა Sofascore-სგან 6.6 შეფასება დაიმსახურა. ემპოლი სერია ა-ში ჩატარებული 9 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-10 ადგილზეა.
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 5 მილიონი ევროა.