Thursday, September 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვინც ქართულ ოცნებას ხმას აძლევს, ყველა ქოცი არ არის…ისინი სტატუს ქვოს ირჩევენ”- რას ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი?

October 29, 2024
“ვინც ქართულ ოცნებას ხმას აძლევს, ყველა ქოცი არ არის…ისინი სტატუს ქვოს ირჩევენ”- რას ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი?

პარტია “ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ჟურნალისტიკის რესურსცენტრის სტუდიაში ნათია კუპრაშვილის გადაცემაში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

“ის ხალხი, რომელიც ქართულ ოცნებას ხმას აძლევს ქოცი არ არის. ის ხალხი უბრალოდ სტატუს ქვოს ირჩევს. ხმას აძლევს იმის წინააღმდეგ, რასაც მომავალში ხედავს. ესაა ომი, შურისძიება და ა.შ. სიცოცხლის დაკარგვის შიში ძალიან მნიშვნელოვანია. ოპოზიცია ვერ ახერხებს ამ შიშების განეიტრალებას. სანამ ოპოზიცია არ გააცნობიერებს და ამის განეიტრალებაზე ფიქრსს არ დაიწყებს, მანამდე ვერ წარმომიდგენია.

ჩვენი პარტია გააგრძელებს ამას და აკრეფს მხარდაჭერას, იმიტომ რომ სწორად ვმუშაობთ და პატივისცემით ვმუშაობთ ამომრჩეველთან. იმ ამომრჩეველთან, რომელიც გვენდობა. სხვებიც რაც უფრო მალე გაიაზრებენ იმას, რომ ფულით ივანიშვილს ვერ აჯობებ და სხვა რამ უნდა შეცვალო. ამიტომ სახე არ უნდა დაკარგო, პარტნიორები არ უნდა გაწირო და ოლიგარქს არ მიეყიდო. ჯობია შინაარსი გქონდეს სამართლიანი. იყონ თავისუფალ კონკურენციაში იმისათვის, რომ ძალა მოგემატოს და გარანტირებული სატელევიზიო ეთერი არ გქონდეს, სადაც კითხვას არავინ გისვამს.

ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს ოპოზიციაში. ჟურნალისტი ჟურნალისტს უნდა ჰგავდეს და პატივი სცეს თავის პროფესიას და აკეთოს ის, რაც ევალება. აღარ გაიგება ვინ კოპოზიციაა, ვინ ჟურნალისტია. არხიდან არხზე ვრთავდი და ჟურნალისტები ჩვეულებრივ ზეიმობდნენ გავიმარჯვეთო. ასე არ შეიძლება. ტელევიზიას რაღაც ნდობა ხომ უნდა ჰქონდეს.

ელექტრონული არჩევნების ჩატარების მოთხოვნა თავის დროზე ოპოზიციამ დააყენა და მე მახსოვს, მუდმივად ამას ითხოვდნენ. არჩევნებამდეც ყველა ამბობდა, რომ სანდოა ეს არჩევნები და პრეტენზიები არ იყო.

მანამდე სიებში დუბლირების და ხმის რამდენჯერმე მიცემის საკითხზე წაკითხული მაქვს არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინასწარი დასკვნები. საია ამბობს, რომ ძალიან რესპექტაბელური კომპანია ატარებს აუდიტიტს, აუდიტი უნდა ჩატარდეს არჩევნებამდეც და შემდეგაც. გამორიცხულია ხმების გაყალბება. როდის მატყუებდნენ მანამდე თუ ახლა? საზოგადოებისთვის ხომ უნდა იყო დამაჯერებელი. აქამდე ისე საუბრობდნენ, ახლა სხვანაირად ამბობენ”- ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რუსთავი 2 აცხადებს, რომ “გახარია-საქართველოსთვის” არ გააშუქებს, სანამ ბუჩუკური ბოდიშს არ მოიხდის – დეტალები
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • “ვაკის პარკში რამდენიმე წუთის წინ ჩამოვარდა ხე. მცირე დაზიანება მიიღო მასწავლებელმა, რომელიც ბავშვებს გადაეფარა” – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge