საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი გოჩოლეიშვილს დედა, ხათუნა კვერნაძე ჟურნალ „გზას“ უამბობს, თუ როგორი იყო გიორგის პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში, როდის ჰქონდა ყველაზე კარგი და რთული პერიოდები და როგორ დაიწყო მისი სიყვარულის ამბავი:
„ჩანთაში წიგნებს რომ ჩავულაგებდი ან თავად ჩააწყობდა, აუცილებელი იყო წიგნებთან ერთად პატარა ბურთიც ჰქონოდა. სკოლაში სულ ბურთით დადიოდა, ღამე ბურთთან ერთად ვიძინებდით და დღეები ასე გადიოდა…
ყოველთვის მხარში უდგას მისი მეუღლე ანა ოქრუაშვილი. ანა არაჩვეულებრივი გოგოა, კარგი მეუღლე. ძალიან მიყვარს და ვაფასებ. ახლა უკვე მისი უდიდესი სტიმული და მოტივაცია პატარა ალექსანდრეა…
მას შემდეგ მეგობრობდნენ, რაც გიორგი თბილისში გადავიდა. როგორც ხდება ხოლმე, მათი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. დღეს არაჩვეულებრივი ოჯახი აქვთ, რაც მე ძალიან მახარებს. გიორგის და ანას ურთიერთობის და სიყვარულის შესახებ ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ არ მეგონა, ოჯახს ასე მალე თუ შექმნიდნენ.
არასდროს დამავიწყდება ის დღე, გიორგის ცოლის მოყვანა გადაუწყვეტია, მირეკავს და მეუბნება: „დედა, ცოლი მომყავს“.
რაღაცნაირად დავიბენი, – „დედა, ახლა რა ვქნა მე?“ – „შენ არა დედა, მე ვიზამ, მე“, – ასეთი სასაცილო დიალოგი შედგა ჩვენ შორის.
ანა ძალიან კარგი ოჯახის შვილია…“ – ამბობს ფეხბურთელის დედა ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში.