23წლის ქართველი ფეხბურთელი, თორნიკე ლაფაური გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მძიმე დაავადებას ევბრძოდა.
“თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საკრებულოს წევრის გივი ლაფაურის შვილის, თორნიკე ლაფაურის გარდაცვალების გამო.
ეს არის ტრაგედია, რომლის დროსაც სიტყვები უძლურია.
23 წლის ახალგაზრდამ შეძლო ის, რომ ყველასთვის თავი დაემახსოვრებინა ღირსეულ, წესიერ, პატიოსან და კეთილშობილ ადამიანად.
ვუსამძიმრებთ ბატონ გივის, მის მეუღლეს, ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებსა და საფეხბურთო კლუბ “თელავს”.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
თენგიზ მთვარელიშვილი”