ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ პრემიერ ლიგაში მოთამაშე ვულვერჰემპტონი გიორგი ჩაკვეტაძის დამატებითაა დაინტერესებული.
გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ვულვზის ინტერესი რეალურია, კლუბებს შორის პირველი კომუნიკაციაც რამდენიმე დღის წინ შედგა.
Geo Team-ის ინფორმაციით, უოტფორდი გიორგი ჩაკვეტაძის სეზონის მიმდინარეობისას გაყიდვას არ განიხილავს, თუნდაც ეს 20-მილიონიანი წინადადება იყოს, რადგან ტომ კლევერლისთვის ქართველი საკვანძო მოთამაშეა. – წერს ქართული გვერდი.
შეგახსენებთ,რომ მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში ვულვზი გათამაშების ცხრილის მე-19 ადგილს 2 ქულით იკავებს.